სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზმა Hal David Starlight Award-ის წლევანდელ რეციპიენტად, ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი, რეიჩელ აგატა კინი სასცენო სახელით – რეი დაასახელა.
ეს არის პრესტიჟული ჯილდო, რომელიც 2004 წლიდან გადაეცემათ ნიჭიერ, ახალგაზრდა სიმღერების ავტორებს, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მუსიკალურ ინდუსტრიაზე თავიანთი ორიგინალური სიმღერებით.
Songwriters Hall of Fame-ის თავმჯდომარემ, ნაილ როჯერსმა აღნიშნა, რომ რეი სწორედ ისეთი ხელოვანია, რომელიც ჰელ დევიდს მოეწონებოდა.
როჯერსის განმარტებით, რეი ,,წერს გულწრფელად და მის სიმღერებში მთელი მსოფლიო საკუთარ თავს ხედავს”.
რეი საპატიო პრემიას სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალურ ცერემონიაზე მიიღებს. საიუბილეო, 55-ე საზეიომო ღონისძიება 11 ივნისს, ნიუ-იორკში გაიმართება.
ისტორიული მოვლენა – ტეილორ სვიფტი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შეიყვანეს
ცნობისთვის, სხვადასხვა დროს ,,ჰელ დევიდის სახელობის ვარსკვლავური ჯილდო” ალიშა ქისს, ჯონ ლეჯენდს, დრეიკს, ედ შირანს და სხვებს მიენიჭათ.