LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alpine-ს სპორტული ავტომობილები Mercedes-AMG-ს ძრავებით აღიჭურვებიან

58

კომპანია Renault-ი სხვადასხვა სპორტულ ავტომობილებზე ძრავის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, რომელიც Alpine-ს ახალი მოდელის კაპოტქვეშ იქნება მოთავსებული. სავარაუდოა, რომ ძრავის დამზადებაში, ფრანგულ კომპანიას Mercedes-AMG დაეხმარება.

”მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, აქტიურად განვიხილავთ ორ ძირითად ვარიანტს. ერთის მხრივ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენივე ალიანსის Renault-Nissan-ის უკვე არსებული ძრავი, რომელის გაუმჯობესებასაც დიდი დრო დასჭირდება, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტიც…

სუპერქარის Aston Martin DB11 პრემიერამ ჩვენზე დიდ ზეგავლენა მოახდინა და როგორც გაირკვა, ძრავი ახალი ავტომობილისთვის ბრიტანელებმა AMG-სგან შეიძინეს. თუმცა, ამ დროისთვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია და მოლაპარაკებების დასრულებას ველოდებით”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

სავარაუდოა, რომ ფრანგები 3.0 ლიტრიან V6 ტიპის ტურბინაზე მომუშავე ძრავს გამოიყენებენ, რომელსაც კომპანია Merceds-AMG საპრემიეროდ თავისივე მოდელში, Mercedes-AMG GLC 43-ში განათავსებს. ამ ძრავის სიმძლავრე 367 ცხენის ძალაა…

აგრეთვე მოსალოდნელია, რომ გერმანული ძრავი გამოყენებული იქნება Alpine-ს უახლოეს მოდელებშიც, რომლებსაც კომპანია Audi TT, Porsche Cayman-ისა და Alfa Romeo 4C-ს საკონკურენციოდ დაამზადებს.

შეგახსენებთ, რომ Alpine-ს უახლესი მოდელის Alpine Vision-ის დებიუტი, რამდენიმე კვირის წინ დასრულებულ ჟენევის ავტოშოუზე მოხდა, კიდევ ერთი ახალი ავტომობილის პრეზენტაცია კი შემოდგომაზე, პარიზის ავტოშოუზე იგეგმება. არაოფიციალური მონაცემებით, Alpine-ს კუპესთან ერთად, Renault Clio RS-ის დებიუტიც შედგება, რომლის ძრავის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას შეადგენს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები