ყაბალახიანი გურული ქალი – ასე გაიცნო საზოგადოებამ ირმა გორდელაძე, რომელიც ხან უკანონო წარმოებების წინააღმდეგ იბრძვის და ხანაც რუსეთუმე პოლიტიკოსების. აქტივისტ მემბოხე ქალს ცნობილი ფილმის „დარიკოს“ გმირს, გურულ ფირალ ქალს ხშირად ადარებენ.
ჟურნალმა „სარკემ“ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ის ამბობს, არც ერთი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ არ არის და უპარტიოა: „უსამართლობისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა გენში გვაქვს. ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. გურიაში რომ ჯანყი იყო რუსული იმპერიის წინააღმდეგ, მსგავსი არც ერთ რეგიონში არ ყოფილა…“
„სიცივეებში“ სხვადასხვა ფერის თავშესაფრებს ყაბალახის სტილში ვიკეთებ. მომიწია ამ ფორმით ტელეიზიასთან ჩართვა, გარეთ სიარული და ისე გამოვიდა, რომ ყაბალახიანი დარიკო შემარქვეს…“, ამბობს ირმა გორდელაძე საკუთარი იმიჯის შესახებ და დასძენს: „დარიკოსავით მეამბოხე ვარ, ვერ ვიტან ადამიანების დაჩაგვრას და უსამართლობას…“
ირმა გორდელაძე ასევე საუბრობს დანგრეული ოჯახის შესახებ. მას ერთი შვილი ჰყავს. ჟურნალისტის კითხვაზე, ოჯახი თავისი ფიცხი ხასიათის გამო ხომ არ დაენგრა, ის პასუხობს: „უჰ, არ ვიცი, ოჯახი რის გამო დამენგრა. ახლა ვმეგობრობ ყოფილ დედამთილთან, მაგრამ დიდი ვიყავი წონით და ამის გამო მიწუნებდა…
დედამთილი გიწუნებდათ წონას, ქმარი კი არა?
დიახ, დედამთილი! ახლა კი გვაქვს კარგი ურთიერთობა. აღარ მაქვს იმხელა წონა, 40 კილო დავიკელი…“
“ალტ-ინფოს” მუქარას ხელისუფლება მწვანეს უნთებს, კარგად ხართ ხალხო, თქვენ? – ირმა გორდელაძე