LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური: ჩვენ ვართ ერი, რომელიც ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ის, რაც მართლმადიდებლობას, ჩვენი დედა ეკლესიის როლს ეხება, აქ ბუნებრივია სხვაგვარად ორი აზრი არ უნდა არსებობდეს

240
ალუდა ღუდუშაური

ჩვენ ვართ ერი, რომელიც ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ის, რაც მართლმადიდებლობას, ჩვენი დედა ეკლესიის როლს ეხება, აქ ბუნებრივია სხვაგვარად ორი აზრი არ უნდა არსებობდეს- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღუდუშაური „ქართული ოცნების“ მიერ საპატრიარქოსთვის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამას სათანადო გამყარება და კონსტიტუციური გარანტიის მიცემა სჭირდება.

„ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ხალხი. ბუნებრივია, ამ ქვეყნის უმეტესობა და არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, განუზომლად დიდი და ფუნდამენტური როლი აქვს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მართლმადიდებლობას, რწმენას, აღმსარებლობას. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ის, რაც მართლმადიდებლობას, ჩვენი დედა ეკლესიის როლს ეხება, აქ ბუნებრივია სხვაგვარად ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. მაგრამ აქაც, ცალკეულ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებში იპოვეს რაიმე სახის პოლიტიკური საკეკლუცო და აქაც კი ცდილობენ, რომ სხვაგვარი აზრი, დისონანსი შემოიტანონ. საქმე გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებულ როლზე და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ნებისმიერ შემთხვევაში საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, უნდა ყოფილიყო ცალსახად მისაღები ყველასთვის, ვინც ამ ქვეყნის შვილად თვლის თავს, მაგრამ აქაც, როდესაც ცდილობენ პოლიტიკური პინგპონგი შემოგვთავაზონ, ჩვენ ამ ხელმოცარულ და დეგრადირებულ პოლიტიკურ ძალებთან საერთო არაფერი გვაქვს. ჩვენი სამიზნე არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი, ჩვენი ხალხის ინტერესი და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის, ძლიერი ქვეყნის ინტერესი. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ ამ გზაზე და მოსახლეობასთან ერთად შევძლებთ იმას, რომ როლზე, რომელზეც ვსაუბრობთ და ეს არის მართლაც განუზომლად დიდი, სათანადოდ იყოს აღბეჭდილი ყველაზე მთავარ კანონთან. ასეთ რეალობაში, როდესაც საქმე გვაქვს იმ ღირებულებებთან ბრძოლაში, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა და მოვედით აქამდე, ამას სათანადო გამყარება და კონსტიტუციური გარანტიის მიცემა სჭირდება. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ქართველ ხალხთან ერთად. ეს მოსწონს ვინმეს თუ არა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან, ქართველ ხალხთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს რომ ეკლესიის როლი, რომელიც შემდეგ აუცილებლად თავისთავად განაპირობებს ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას, უზრუნველვყოთ და ეს იქნება გარდაუვალი“-განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g