LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვითხოვთ? – თეთრზე ვთქვათ, რომ თეთრია, შავზე უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად შავია – ალუდა ღუდუშაური პეტერ ფიშერს

116
ალუდა ღუდუშაური

„ვერ გეტყვით ბატონ ელჩს [გერმანიის ელჩს] ამის თქმის საფუძველს რა აძლევს. თქვენ თუ მაგალითად ფაქტს მოიყვანთ, რომ მე ან ჩემმა რომელიმე კოლეგამ „ქართული ოცნებიდან“ ევროკავშირთან მიმართებაში რაიმე განცხადება გავაკეთეთ, რომლის საპასუხოც შეიძლებოდა ყოფილიყო ელჩის ეს განცხადება, ვერ გეტყვით“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გერმანია საქართველოსთან დაკავშირებით ურთიერთობის გადახედვას აწარმოებს.

პეტერ ფიშერი: „საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა“

მისი თქმით, ხელისუფლების ნაბიჯები და მოქმედება სწორედ ევროპული ღირებულებებითაა გამსჭვალული.

„ვერ გეტყვით ბატონ ელჩს [გერმანიის ელჩს] ამის თქმის საფუძველს რა აძლევს. თქვენ თუ მაგალითად ფაქტს მოიყვანთ, რომ მე ან ჩემმა რომელიმე კოლეგამ „ქართული ოცნებიდან“ ევროკავშირთან მიმართებაში რაიმე განცხადება გავაკეთეთ, რომლის საპასუხოც შეიძლებოდა ყოფილიყო ელჩის ეს განცხადება, ვერ გეტყვით. ამ შეფასებაში ვერავის ვერ დავეთანხმები, რადგან ასე არ არის. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა, რაც საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ჩვენი ნაბიჯები და მოქმედება სწორედ ევროპული ღირებულებებითაა გამსჭვალული.

ევროპა ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ იქ სამართლიანი თამაშის წესები და სიმართლეა. სხვას რას ვითხოვთ? – თეთრზე ვთქვათ, რომ თეთრია, შავზე უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად შავია, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ ღირებულებებთან გვექნება წინააღმდეგობა ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

მამუკა ხაზარაძე: „წვრთნების გაუქმება, ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება – ეს ბოლო სამი დღის ამბებია, კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?“

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან დაკავშირებით ურთიერთობის გადახედვას აწარმოებს. მისი თქმით გერმანია შემდგომ მოქმედებებს განიხილავს:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ“- განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ზურაბ ჯაფარიძე: „ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი… [გერმანიის ელჩის] ეს გზავნილი, რატომღაც არ მივიდა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილამდე იმის გამო, რომ ჩაიყლაპა, წაიღო ინტერესი ფეხბურთმა, მაგრამ ხაზგასმით თქვა, რომ დამთავრდა, დასრულდაო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები