LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი… [გერმანიის ელჩის] ეს გზავნილი, რატომღაც არ მივიდა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილამდე იმის გამო, რომ ჩაიყლაპა, წაიღო ინტერესი ფეხბურთმა, მაგრამ ხაზგასმით თქვა, რომ დამთავრდა, დასრულდაო“

127
ზურაბ ჯაფარიძე

„[გერმანიის ელჩმა] განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი არის გაჩერებული“ -ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ საუბრისას განაცხადა.

ჯაფარიძის განმარტებით, მიმდინარე კონფერენციაზე საუბარი ეხება ევროკავშირის გაფართოების საკითხებს და ამ მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, „ამ წუთის მდგომარეობით, საქართველო აღარ მიდის ევროკავშირისკენ, ეს პროცესი არის გაჩერებული და ვერ განახლდება, სანამ არ მოხდება „რუსული კანონის“ უკან წაღება და საქართველო არ შეასრულებს იმ 9 პუნქტს, რომელიც დაწესებულია ევროკავშირის მიერ“

პეტერ ფიშერი: „საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა“

„კონფერენცია გერმანიის ელჩის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, სადაც განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი არის გაჩერებული. ეს გზავნილი, რატომღაც არ მივიდა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილამდე იმის გამო, რომ რაღაცნაირად ჩაიყლაპა, წაიღო ინტერესი ფეხბურთმა და ევროპის ჩემპიონატმა, მაგრამ ხაზგასმით თქვა, რომ დამთავრდა, დასრულდაო.

პაველ ჰერჩინსკი: ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

ამ წუთის მდგომარეობით, საქართველო აღარ მიდის ევროკავშირისკენ, ეს პროცესი არის გაჩერებული და ვერ განახლდება, სანამ არ მოხდება რუსული კანონის უკან წაღება და საქართველო არ შეასრულებს იმ 9 პუნქტს, რომელიც დაწესებულია ევროკავშირის მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი და იმედი, რომ მისი შვილები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პაველ ჰერჩინსკი: „30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები