LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური: უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, საქართველო ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე

41
BeFunky-collage

„წარმოუდგენელია, დეპოლარიზაცია ორივე მხარის გარეშე. ჩვენ ვმუშაობთ რეკომენდაციების შესრულებაზე, თუმცა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი თქვა ოპოზიციის ნაწილმა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რა დროსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება შეაფასა.

პრაისი: გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია

“საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ციფრებს ამოვიღებთ, მაგალითად, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით. დავინახავთ, რომ საქართველო ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე. როცა უკუსვლაზე და ხალხის საწინააღმდეგო მოქმედებაზე ვსაუბრობთ, ეს აზიანებს ქვეყანას. საზოგადოება კარგად ხედავს, ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვინ გამოხატავს ხალხის ნებას. ხალხის ნება იზომება არჩევნებზე და ვერავინ ვერ დადგება ხალხის ნებაზე მაღლა. ნედ პრაისი რატომ გვაკრიტიკებს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. რადიკალი ოპოზიციის ნატვრა და მიზანია, რომ როგორმე, საკუთარ ქვეყანას სანქციები დაუწესონ. ეს თავშივე განწირულია, რადგან ნებისმიერი პირი, ვინც გაიფიქრებს, რომ საკუთარ ქვეყანას შეიძლება, სანქციები დაუწესდეს და თან არც იმას ამბობს, რის გამო უნდა დაუწესდეს, ეს საკუთარი ქვეყნის მიმართ წარმოუდგენელი მტრობაა. ვერავინ მიაღწევს იმას, რომ საქართველოს ინტერესი იყოს დაზიანებული. საერთაშორისო სანქციებს არ ვარღვევთ და ვიცავთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g