LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ 2 თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა: გერმანია არ არის რუსეთის ნავთობის ემბარგოს წინააღმდეგი – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

97
Forbes-WEB-22042812

გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილებას,ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ბრიუსელში ევროკავშირის პროფილური მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა.

„ამ 2 თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა: გერმანია არ არის რუსეთის ნავთობის ემბარგოს წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, ეს დიდი ტვირთი იქნება, მაგრამ ჩვენ მისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჰაბეკმა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა დრო ყოფილიყო ტექნიკური მხარის მომზადებისთვის. პოლიტიკოსის შეფასებით, ევროპა ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია მსოფლიოში და შეუძლია ზედმეტი ხარჯების გაწევა, სხვებისგან განსხვავებით, ამიტომ ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სხვა ქვეყნები არ დაზარალდნენ ფასების ახალი მატებით და არ გახდნენ დამოკიდებული რუსეთზე, მათთვის შეთავაზებული ფასდაკლების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g