LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ადამიანებზე არაერთ პოსტს გადავაწყდი, მაგრამ სათქმელი მეც უნდა ვთქვა” – მადლიერი პაციენტის ემოციური პოსტი

215
BeFunky-collage (2)

“კლინიკა ბომონდი” სოციალურ ქსელში აგრძელებს იმ მადლიერი პაციენტების ემოციის გაზიარებას, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს.

ამჯერად, კლინიკა მაგდალინა თოდუას პოსტს აზიარებს, რომელმაც როგორც ის წერს, კოვიდინფექციის ურთულესი პერიოდი ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” მომუშავე მედიკოსების წყალობით წარმატებით გაიარა.

“თითოეული პაციენტის თვალებში, იმედის ნაპერწკალს ტოვებენ და მათთან ერთად იზიარებენ ყველა ტკივილს თუ სიხარულს,”-ამგვარია მორიგი კმაყოფილი პაციენტის თვალით დანახული კლინიკის მედპერსონალი.

“ესეც ასე, ჩემი Covid-19-თან ბრძოლა მე-17 დღეს წარმატებით დასრულდა.

მე-6 დღეს აღმოვჩნდი ქუთაისის კლინიკა “ბომონდში”, სადაც საოცარი გარემო დამხვდა.

თეონა ლორთქიფანიძე და Gio Skhiladze არიან გმირები!!

ამ ადამიანებზე არაერთ პოსტს გადავაწყდი, მაგრამ მეც უნდა ვთქვა სათქმელი, რადგან, ესენი არიან გინეკოლოგებიც, ტრამვატოლოგებიც, ექთნები, სანიტრები, მშობლები და კიდევ მრავალი ფუნქცია შეითავსეს.

თითოეული პაციენტის თვალებში, იმედის ნაპერწკალს ტოვებენ და მათთან ერთად იზიარებენ ყველა ტკივილს თუ სიხარულს.

“კი გენაცვალე”, “კარგი გენაცვალე” , “საუკეთესო პალატა”, “ჩემი ნაფერები პაციენტები არ გამინაწყენოთ”-მხოლოდ ამ სიტყვებს თუ მოისმენთ ამ გმირი ექიმებისგან. მათთვის დროს მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მუშაობენ 24 საათის გამავლობაში და თითოეულ გამარჯვებული სიცოცხლით ხარობენ.

სულ რაღაც 31 წლის ასაკში მოასწრეს და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

მჯერა, რომ ქართული მედიცინის ისტორიაში საუკეთესო ფურცელს შექმნიან.

ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ეს იყო ურთულესი პერიოდი,”-წერს მაგდალინა თოდუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g