LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ადამიანს ბედი ჰქონია, რომ გადაურჩა სიკვდილს, ეს იგივეა ვინმემ იარაღი გესროლოს თავში და გაგიმართლოს და გადარჩე“ – ზაზა თელია გურამ როგავაზე

238
დათო ლიკლიკაძე (1)

„ამ ადამიანს ბედი ჰქონია, რომ გადაურჩა სიკვდილს, ეს იგივეა ვინმემ იარაღი გესროლოს თავში და გაგიმართლოს და გადარჩე.. არა უარესია რაც ვიდეოში ჩანს რადგან ვიდეოში კარგად ჩანს რომ ტრავმა ამ ადამიანს არააფექტურ მდგომარეობაში მიაყენეს“, – ამის შესახებ ცნობილი დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს და „ფორმულას“ ჟურნალისტის, გურამ როგავას ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, მოძალადე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

„ის პირუტყვი ნაძირალა რომელიც ზურგიდან თავში ურტყამს ამ კაცს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ იქნას იდენტიფიცირებული და უმკაცრესად დასჯილი. ან ოჯახი არ ჰყავს ან შვილები არ ჰყავს ამ პირუტყვს.

რაღა დარჩა ზღვარი – “ცხოველების ფერმაში” ვართ“, – წერს ზაზა თელია ფეისბუქში.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმელი გაუსწორდა სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა აქვს. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g