LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ, მითუმეტეს ყველა რაჭველმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ კრინტი არ დაგიძრავთ..“ – სიძე სტიქიის ზონაში დაკარგული სიმამრის შესახებ წერს

490
fot

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი დაკარგულის შესახებ წერენ. ერთ-ერთი მოქალაქე მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ გენადი სულთანიშვილი, რომელიც მისი სიმამრია სტიქიის ეპიცენტრში მოჰყვა.

„ესაა ჩემი სიმამრი გენადი(გენო) სულთანიშვილი. სოფ. გლოლის მკვიდრი. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას.

ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მით უმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ!

არის ანსამბლ “ბუბას”წევრი. უმაგრესი ადამიანი!

ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა?

აქამდე არ ვწერდი იმედი მქონდა ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა! ახლაც იმიტომ ვპოსტავ, რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!

კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო!”,- წერს სოციალურ ქსელში მამუკა ცერცვაძე.

ონის მერი: შოვში დაღუპული 18 პირიდან ამ ეტაპზე 14 არის იდენტიფიცირებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები