LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პასუხისმგებლობისა და ნიჭიერების მაგალითი ხარ! გელით, გვანც!“ – სანდრო ვეფხვაძე შოვში დაკარგულ გოგოს მიმართავს

1132
ფორტუნა - 2023-08-07T175702.556

ტელეწამყვანი სანდრო ვეფხვაძე შოვში დაკარგულ მეგობარს, გვანცა ბუბაშვილს მიმართავს.

„გვანცა ბუბაშვილი, უნივერსიტეტის დერეფანში რამდენჯერაც შევხვდებით, ხომ გახსოვს, როგორ მოგმართავ ხოლმე – ბიზნესის ელიტა. კი ვიცინით და ვღლიცინებთ ხოლმე ამაზე, მაგრამ მე სრული სერიოზულობით გეუბნები, იმიტომ, რომ მართლა ეგრეა!

პასუხისმგებლობისა და ნიჭიერების მაგალითი ხარ! გელით, გვანც!“ – წერს ტელეწამყვანი.

შეგახსენებთ, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურს და ნინო კენჭაძეს ერთად ეძებდნენ. ისინი ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდნენ. ნინო კენჭაძე სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს.  ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია გვანცა ბუბაშვილი.

„გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, ამ წამამდე არ ჩანან.. ვინმე თუ რაიმეს გაიგებთ გთხოვთ, შეგვატყობინოთ“ – სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების ძებნა კვლავ გრძელდება

რაჭაში სტიქიის შედეგად დაკარგული ნინო კენჭაძე გარდაცვლილი იპოვეს

„შოვში დაკარგულთა შორის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ხეთაგურია“ – დათო ოქიტაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები