მოძრაობა “სირცხვილია”, რომლის ოფისთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქციის მონაწილეები მიიჭრნენ და ქვები დაუშინეს, განცხადებას ავრცლებს.
მოძრაობა ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებს.
“მეგობრებო, მადლობა მხარდაჭერისთვის! სირცხვილიას არცერთი აქტივისტი არ დაშავებულა და ყველანი უსაფრთხოდ ვართ. ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, რომელმაც დღევანდელი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaს მოვუწოდებთ დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობა” – აღნიშნულია სირცხვილიას მიერ გავრცელებულ პოსტში.