LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – კობახიძე ვაშაძის განცხადებაზე, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოწოდებაზე

164
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს დაახლოებით 60%-იანი მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება შეაფასა, სადაც ვაშაძემ „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

პრემიერის განცხადებით, იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხოს მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია შედარებით მეტმა „ნაცმოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი“

„იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“რაღაცნაირად მოახერხოს მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია შედარებით მეტმა „ნაცმოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი. ამიტომ მოუწოდებს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სხვა „ნაციონალებს“, როგორებიც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ. სურთ, მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, ამისთვის სჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომელიც ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს. ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს დაახლოებით 60%-იანი მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა:

„ბოლო კომპონენტია დარჩენილი, გახარია-“ლელოს”. ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. გაერთიანდით, ჯერ კიდევ დრო არის. ეს საერთო საქმისთვის კარგი იქნება“- მიმართა ვაშაძემ პარტიებს.

magti 5g