კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, თბილისში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. კომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა გლდანში მოხდა.
“ამ ბინაში მცხოვრებლებმა სიკვდილს თვალებში ჩახედეს – ხომ გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა? ხოდა გამოთქმის რა გითხრათ და აგერ ფაქტი. მკვლელი- ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. სრულიად გაუმართავი და კუსტარულად დამონტაჟებული გაყვანილობა, რაც ბინაში ხანძარის მიზეზი გახდა. დაუჯერებელია, საბედნიეროდ არც-ერთი დაზიანება და მსხვერპლი. მართლაც სასწაულია და იმედია ამ ბინაში მცხოვრები ადამიანები, მას შემდეგ რაც გადაურჩნენ CO-ს, გადაურჩნენ ხანძარს და აფეთქებას, საკუთარ იღბალს აღარ გამოცდიან და აღარ გარისკავენ არც საკუთარი და არც სხვისი სიცოცხლით. გლდანში მოხდა ეს ამბავი. მეხუთე მიკროში. ფრთხილად ხალხნო. ნუ რისკაცთ სიცოცხლით და ნუ სცდით საკუთარ ბედს.
სწრაფი რეაგირების სამსახური 114
ცხელი ხაზი (032) 2 404004”