ასტროლოგი ნინა ხომერიკი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მისი თქმით, გახშირებული ავარიები გააქტიურებული კატასტროფების ღერძის ბრალია:
„ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა მასობრივად ავარიები, რომელმაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა… ჩემს ბოლო დროინდელ სტატუსებში არაერთხელ აღვნიშნე, რომ გააქტიურებულია კატასტროფების ღერძი და ამ ენერგიას ადამიანები თავის უყურადღებობით და სიჩქარით იზიდავენ. ხალხო, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს და ნუ ცდით ბედს!.. „იჩქარეთ დინჯად“, რადგან სიცოცხლეზე ძვირფასი ჩვენ არაფერი გვაბადია!“
