LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ დროის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211, „დემოკრატებმა“ კი 197 მანდატი მოიპოვეს

68
BeFunky-collage

აშშ-ში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

CNN-ის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებს“ 49, „დემოკრატებს“ კი 48 მანდატი აქვთ.

მოიპოვებენ თუ არა რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას, ამას არიზონისა და ნევადის შტატებიდან მიღებული შედეგები გადაწყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g