LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ამ ეტაპზე სამ სიმღერაზე ვმუშაობ, საახალწლოდ მზად იქნება” – არჩილ ცანკაშვილი

220
archilcankashvili

რადიო ,,არ დაიდარდოს’’ რუბრიკას ,,მხიარული დილა’’ მომღერალი არჩილ ცანკაშვილი სტუმრობდა.

არჩილ ცანკაშვილი: ჩემი გაღვიძება წარმატებით გამოგივიდათ. საერთოდ პოზიტიური ადამიანი ვარ და ყოველთვის კარგ განწყობაზე ვიღვიძებ. პროფესიიდან გამომდინარე ხანდახან გვიან მიწევს დაძინება, ამიტომ დილაც სხვადასხვა დროს იწყება. ზოგადად, აუცილებელია რვა საათი მეძინოს. შემდეგ, მივირთმევ ყავას და ამ დროს თავს უკვე კარგად ვგრძნობ. დღის განმავლობაში ბევრ საქმეს ვასწრებ და ასე ვცხოვრობ აგერ უკვე 40 წელია, აქტიურად და შემართებით.

პროფესიულ სიახლეებზე მოგვიყევი, რა სიახლეებს უნდა ელოდოს მსმენელი?

რა თქმა უნდა, საკმაოდ აქტიურად ვმუშაობ. ამ ეტაპზე სამ სიმღერაზე ვმუშაობ. ერთი გახლავთ, ყველასთვის კარგად ნაცნობი ,,ნატვრის ხე’’ ახალი ვერსია, ასევე მე და ნუკა მარგველაშვილი მორიგ დუეტზე ვმუშაობთ. სიმღერას ჰქვია, ,,ღვინოა’’ და მესამეც ყველასთვის კარგად ნაცნობი ,,მე რაღაცა მაქვსო’’. ეს ყველაფერი საახალწლოდ მზად იქნება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g