LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა“ – საგარეო უწყება აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაციაზე

145
საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე: „ვახორციელებთ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“

რუსული მედია: აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქეა

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში გუშინ დააკავა.

საგარეო უწყებაში ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ.

„2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. მათივე ცნობით, ნავთობტანკერის ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგება, საიდანაც 20 უკრაინის მოქალაქეა. ექვსი, კაპიტნის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი – რუსეთის მოქალაქე. აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g