LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ ფეხბურთელებზე მეტად მე არავინ არ მიყვარს… მეგონა კლიპი არავის მოეწონა, თავიდან მაგრად ვინერვიულე“ – გიგი დედალამაზიშვილის „საქართველოს“ შექმნის ისტორია – სიმღერა, რომელსაც დღეს ყველა მღერის

347
გიგი დედალამაზიშვილი

ბოლო დღეების ეროვნული ნაკრების გამარჯვებებით განცდილი სიხარული და გიგი დედალამაზიშვილის ჰიტად ქცეული სიმღერა „საქართველო“, რომელსაც დღეს ყველა მღერის – მომღერალი „დღის პოსტის“ სტუმარი იყო.

მომღერალმა ემოციურად ისაუბრა „საქართველოს“ შექმნის ისტორიაზე და თქვა, რომ ამ სიმღერის შექმნა ეროვნული ნაკრების ბიჭებს უკავშირდებათ:

🔹 “საქართველო” 🎼 – გიგი დედალამაზიშვილი

🔹 “საქართველო” 🎼 – გიგი დედალამაზიშვილი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on სამშაბათი, 09 ივლისი, 2024

მომღერალი ამბობს, რომ რთული და საპასუხისმგებლოა იმღერო სამშობლოზე:

„რთულია საქართველოზე იმღერო, იმდენად ბევრი განსაკუთრებული სიმღერა გვაქვს, რომ იმღერო სამშობლოზე – რთული და საპასუხისმგებლო თემაა… ამ სიმღერის შექმნის მუზა, ბიჭები იყვნენ, როცა ბიჭებმა განსაკუთრებით გაგვახარეს, გადავწყვიტეთ მიგვეძღვნა მათთვის.

თავიდან მეგონა კლიპი არავის მოეწონა, დღე ნახევარი მაგრად ვინერვიულე… არ ვიცოდი მაშინ ბიჭებმა მოისმინეს თუ არა, რომ ჩამოვიდნენ ბიჭები, ჩვენთან მოვიდნენ თეატრში და სწორედ იქ ვუმღერეთ „საქართველო“… ამ ფეხბურთელებზე მეტად მე არავინ არ მიყვარს…“ – ამბობს მომღერალი.

🔹მეგონა კლიპი არავის მოეწონა, დღენახევარი მაგრად ვინერვიულე…

🔹მეგონა კლიპი არავის მოეწონა, დღენახევარი მაგრად ვინერვიულე… ⚽️ ამ ფეხბურთელებზე მეტად მე არავინ არ მიყვარს…

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on სამშაბათი, 09 ივლისი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები