LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს, ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა და ვინ არა“ – შესარჩევი კომისიის შეფასებით, წიქარიშვილის დანიშვნის გაუქმებით სასამართლო კონსტიტუციას უხეშად არღვევს

137
შესარჩევი კომისია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის შესარჩევად შეკრებილი კომისიის წევრები, კახა წიქარიშვილის [საბჭოში] დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი უხეშად დაარღვია და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი.

ამასთან, კომისიის წევრების განმარტებით, მოსამართლემ უგულებელჰყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომელიც პრეზიდენტის საქმიანობაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას, არ ავრცელებს.

კომისიის შეფასებით, „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს, ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ არა”. 

„ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი ორთვიანი ვადა გაახანგრძლივა ხუთ თვემდე, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, პარალიზების რისკებს.

ეს გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა.

როგორ ეხმაურებიან იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებას: „ამ გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ კონსტიტუცია გააუქმა, რათა კლანი იყოს კომფორტში“

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა როგორც კახა წიქარიშვილის სასამართლოში დანიშვნაზე განკარგულება, ასევე, პრეზიდენტს აეკრძალა 5 თვით ახალი კანდიდატის დანიშვნაც.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა, კიდევ უფრო, ზიანდება და მცირდება”. – განაცხადეს კომისიის წევრებმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22 ივლისის გადაწყვეტილებით, შეჩერდა როგორც კახა წიქარიშვილის სასამართლოში დანიშვნაზე განკარგულება, ასევე, პრეზიდენტს აეკრძალა 5 თვით ახალი კანდიდატის დანიშვნაც.

პოპულარულები