LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ კომისიას იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ არ მისკდებოდეს გული ჩემი ოჯახის სადმე დასასვენებლად გაშვებისას, რაღაც არ მიუვარდეთ და იქით არ დამაბრალოს ხელისუფლებამ რატომ გაუშვიო“ – ალეკო ელისაშვილი 

387
fot

„სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, გახარიას პარტია რატომ ითრევს ფეხს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კომისიას, რადგან მაინტერესებს გავიგო, იმ სტრუქტურებმა, რომელთაც მსგავსი რამ ევალებათ, ერთი, რა გააკეთეს პრევენციისთვის და მეორე, იყო თუ არა რეაგირება დროული“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობისას.

„დაველოდებით გახარიას პარტიას“ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის სტიქიის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოქტომბრისთვის გადადო

„ქართულ ოცნებას“ ჭირის დღესავით ეზიზღება ნებისმიერი საგამოძიებო კომისია, მაგრამ ეს არის ფორმატი, სადაც შეუზღუდავად შეგიძლია დასვა კითხვები..

კობახიძე: „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარლამენტში ოპოზიციიდან გვყავს რაჭველი დეპუტატები, შოვში არცერთი მათგანი არ ჩასულა, არავითარი ინტერესი, არავითარი სიყვარული – არაფერი“

ერთი რამ ვიცი ზუსტად, ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერცერთ სტიქიას დროულად, ადეკვატურად ვერ პასუხობს, პრევენციაზე აღარ ვლაპარაკობ, რადგან ტექნიკურად არ არის აღჭურვილი.. ვენაცვალე მაშველებს.. ყველანი ხომ ვეძახით – „მადლობა, გმირები ხართ“, მაგრამ 800 ლარი აქვთ ხელფასი, არადა რამდენ რამეს უნდა გაწვდნენ..

მე პირადად, ამ კომისიას იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ არ მისკდებოდეს გული ჩემი ოჯახის სადმე დასასვენებლად გაშვებისას, რომ ვიცოდე, რომ იქ რაღაც არ მიუვარდეთ და მერე იქით არ დამაბრალოს ხელისუფლებამ რატომ გაუშვიო“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ოქტომბრის დასაწყისამდე გადადებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადების მიზეზი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვისაა“. აღნიშნული პარტია ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ჯერ ყველა ბერკეტი უნდა ამოწურონ, მათ შორის მოუსმინოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციას.

ბოკუჩავას თქმით, დაელოდებიან პარლამენტში 22 სექტემბერს დაგეგმილი შს მინისტრის ინტერპელაციას და ამის შემდეგ დააყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღის წესრიგში. მანამდე კი, ექსპერტებს შეხვდებიან და შოვში ჩავლენ.

რაჭაში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები