LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს, ეს არის მოცემულობა – მდინარაძე რურუაზე

63
BeFunky-collage

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი რურუა კრიმინალური ავტორიტეტია. მისივე თქმით, ოპოზიცია მას “2 500 ლარად უწოდებს პოლიტპატიმარს”.

“მე არ ვიცი, თვითონ ოპოზიციონერებს ეშინიათ, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის არის პოლიტპატიმარი. ჩვენ გვყავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტი, გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ზის ციხეში და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს, ეს არის მოცემულობა.

ამ ადამიანმა ჩარიცხა ფორმალურად, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკასთანდ დაეფიქსირებინა თავისი კონტაქტი, 2 500 ლარი ნაციონალური მოძრაობის არხზე და ამ 2 500 ლარად უწოდებენ მას პოლიტპატიმარს, ეს არის მთავარი ამბავი, ეს ხომ ყველამ ვიცით. ერთმანეთს თუ ვერ უმხელენ პირადად ამ ადამიანის შიშით, ეს არ ვიცი”.-  განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ამავე თემაზე:

ერთადერთი პარტია ვიყავი ვინც ხელს ვაწერდი, არ მომეცა შესაძლებლობა – მეგრელიშვილი

გავცოფდი და გული მწყდება, გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება – ვის ადანაშაულებს ელისაშვილი

ოპოზიციამ როცა დააყენა ორი ულტიმატუმი, დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა: ირაკლი კობახიძე

გააჭიანურებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს – ბრიტანეთის საელჩო წარუმატებელ მოლაპარაკებებზე

ვგეგმავთ აქციას 15 მაისს და ვიწყებთ მზადებას ამ აქციისთვის: სალომე სამადაშვილი

ოპოზიციის პასუხისმგებლობა ისეთი შეთანხმების მიღწევა იქნება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს: გიგა ბოკერია

კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g