LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავცოფდი და გული მწყდება, გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება – ვის ადანაშაულებს ელისაშვილი

145
BeFunky-collage

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არშემდგარ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  “ქართულ ოცნებას” ჰქონდა მეტი მზაობა დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა, ხოლო ოპოზიციის დიდი უმრავლესობა ამაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა.

“ვადამდელი არჩევნები რომ დაეთმო ოპოზიციას, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული და რურუას დაუყოვნებელი გამოშვების საკითხი “ქართულ ოცნებას”, კომპრომისი და შეთანხმება შედგებოდა” – ამბობს ელისაშვილი.

მისივე შეფასებით, კომპრომისი აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, თუ ორივე მხარე დაიხევდა უკან.

“ხელი კრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება, სადაც საარჩევნო რეფორმასთან ერთად მართლმსაჯულების რეფორმაც არის, ანუ, ამ ქვეყნის მომავალი ეწერა. როგორც ჩანს, ვიღაცებისთვის კონკრეტული პარტიული დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაგალითად, მართლმსაჯულების რეალური რეფორმა, ამ კონკრეტულ პატიმრებზე საუბარი ურჩევნიათ.

ჩაშლილი შეთანხმება – დანიელსონი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი წავიდა

დევიდ კრამერი და იან კელი მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირის კეთილშობილური, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგო ძალისხმევა აშშ-მა უნდა განამტკიცოს.

მთავარი საკითხი იყო გაჯიუტება პოლიტიკოსების, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კომპრომისი არის ის, რომ ჩემი უნდა გავიტანო ბოლომდე. თუ არ შესრულდება, მაშინ არ მაინტერესებს რა იქნება.

ბოლოს “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით, მზად იყვნენ იმ დოკუმენტისთვის ხელი მოეწერათ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში ხელს არ მოაწერდა”.-აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g