LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ პატარას ასე ართობენ, თურმე” – მცირეწლოვანი ბავშვი მერვე სართულის ფანჯრის რაფაზე

115

ერთ-ერთ ოჯახში პატარა ბავშვს ნებას აძლევენ, მერვე სართულზე მდებარე ბინის ფანჯრის რაფაზე ითამაშოს, ამის შესახებ “ფეისბუქის” მომხმარებელი, ინგა წიკლაური წერს.

ამ პატარას ასე ართობენ თურმე , სხვებსაც უნახავს.

ცოტა ხნის წინ ვხედავ: ფანჯარა ღიაა,რაფაზე ზის, ხელებით ქალბატონს უჭირავს. ბავშვი ფეხებს აქანავებს გარეთ, პამპერსით, მე-8 სართულია, მე გაოგნებული, გადავიღო, დავუძახო, ქალბატონი ასაკოვანია, არ შეეშინდეს – ბავშვი არ გაუვარდეს, აუცილებლად ავალ ვფიქრობ, ვწრიალებ, ზარია-პროექტი გასაგზავნი, საქმეები…

გუშინ ისევ ვხედავ, ასე საღამოს 5 საათია. ამ კადრს ვიღებ, ძალებს ვიკრებ-მშობლების ნახვას ვაპირებ, იქნებ ძიძაა, იქნებ ბებია ან დედა?

ვრეკავ 112- ში , ვაზუსტებ არსებულ სიტუაციაში მოქმედების წესებს. 112 პატრულის გამოძახებას მთავაზობს, ვარწმუნებ რომ მარტოც შევძლებ საუბარს ოჯახთან. ბავშვი რაფაზე აღარ დგას. საღამოს ველოდები. 8 სთ-ი ხდება-ავდივარ.

მიღებს ასე 65 წლის ქალბატონი კარს. 2 პატარა ბაია მორბის. ბავშვების დედ-მამას ვკითხულობ. ქალბატონი ძალიან დაეჭვებული მიყურებს. მოდის ბავშვების დედაც, ახალგაზრდა და უსუსური. ვუხსნი, რომ ბავშვების შესახებ მინდა ცალკე ვესაუბრო. იქვე სამზარეულოში მეპატიჟება. ვაჩვენებ ფოტოს და ვუხსნი სიტუციას, მიდასტურებს რომ მისი პატარაა, გაოგნებული იყურება – შვილს ტანზე იკრავს.
მოდის მამა – ხელში უმცროსი გოგონათი, კუნთიანი და ჯანიანი, იღიმის, მოყვება ქალბატონიც. მამასაც ვანახებ ფოტოს და ვუყვები : მსოფლიოში ბავშვთა უბედური შემთხვევებიდან სიმაღლიდან ვარდნა ყველაზე გავრცელებულია, რომ პატარები მიეჩვევიან რაფაზე ასვლას, რომ შესაძლოა ამ დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას ქალბატონს და ბავშვი გაუვარდეს.
ქალბატონი იწყებს ნერვიულად საუბარს, როგორ ვბედავ რომ შენიშვნას ვაძლევ, ბებიას, დედამთილს, რომ მისი შვილიშვილები უფრო მეტად ნეტა ვის უყვარს. წამის მეათედში ვიაზრებ, სად ვარ: აღმოსავლურ ოჯახში, ქართლიდან. საშუალო განათლებით, სტანდარტული შეხედულებებით, ბებია- ყოვლისმცოდნე ოჯახის უფროსი, ვაჟი – ქართლის დედის გაზრდილი ნამდვილი ქართველი , თავის-უფლება ჩამორთმეული რძალი, ბავშვები-საბრალო ბავშვები. შემეშინდა.

ბებია ხმას უწევს, ბიჭი მარწმუნებს რომ მის შვილებს ოჯახის წევრები როგორც უნდა ისე მოექცევიან, მე მშვიდად ვახსენებ ბავშვების უფლებებს.

რძალი ხმას ვერ იღებს. ამ დროს ქალბატონი ბებია მომვარდა და მკლავში მძლავრად ჩამჭიდა ხელი, მიმათრევს სხვა ოთახში, საკმაოდ ძლიერია.

ჩემს დასაცავად მოვასწარი მეთქვა რომ ამოსვლამდე პატრულთან დავრეკე. ბებია გამოერკვა და ხელი გამიშვა. რაღაცეებს მეუბნებოდნენ – არ მახსოვს. გამოვედი. მეტკინა ჩემი ფართოდ გახელილი თვალები,” – წერს წიკლაური. 

13669703_10206937240085858_7608688082399478267_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g