LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსახლკარო ძაღლმა შობის ღამეს მიტოვებული ბავშვი გადაარჩინა

210
dogsavedbaby

მიტოვებული ჩვილი უსახლკარო ძაღლმა გადაარჩინა. შემთხვევა ფილიპინების ქალაქ სიბონგაში მოხდა. შობის ღამეს, 24 დეკემბერს გზაზე მიმავალი მოტოციკლეტისტი მოულოდნელად გამომხტარმა ძაღლმა შეაჩერა.

ცხოველი თითქოს ცდილობდა, რომ უცნობისთვის რაღაც ეთქვა, გაუჩერებლად ყეფდა და ბუჩქებისკენ უთითებდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბუჩქებში რამდენიმე საათის წინ დაბადებული ბავშვი იყო დამალული.

საბედნიეროდ, მოტოციკლეტისმა ძაღლისთვის ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა, ახლოს მივიდა და პირსახოცში გახვეული ბავშვი იპოვა. ფილიპინელმა ატირებული ჩვილი აიყვანა და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა.

ამჟამად ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე სოციალური სამსახური ზრუნავს.

სამართალდამცავები კი იმის დადგენას ცდილობენ, თუ ვინაა ბავშვის დედა ან როგორ აღმოჩნდა ახლშობილი გზაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები