LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ქალმა დაამტკიცა, რომ ტანსაცმლის იდეალური ზომა არ არსებობს

148

ერთხელ, როდესაც დინა შუმეიკერი ტანსაცმლის კარადას ალაგებდა, აღმოაჩინა, რომ მისი შარვლები და შორტები ზომაში მკვეთრად განსხვავდება. მან მოიზომა და აღმოაჩინა, რომ 46 ზომა შარვალი მას ისევე კარგად აქვს, როგორც 48 და 52.

„საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ჟურნალის გარეკანზე მოხვედრამდე მოდელებსა და მსახიობებს მკაცრად არედაქტირებენ და ქმნიან მცდარ წარმოდგენას იმის შესახებ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური სხეული.

მაგრამ რა უნდა გავაკეთო, როდესაც 16 წლის გოგო „პლუს ზომის“ კატეგორიაში გადის? ავუხსნა, რომ მოდელებს აფოტოშოპებენ, – ერთია, მაგრამ როგორ დავარწმუნო ის, რომ ტანსაცმლის იარლიყზე მითითებული ზომაც ტყუილია? როგორ ვუთხრა, რომ არასწორია სადილის გამოტოვება იმ მიზნით, რომ მისი ვიზუალი არ არის იდეალური?“ – აცხადებს შუმეიკერი.

მაშინ დინამ გააკეთა კოლაჟი და განათავსა „ფეისბუქზე“, რათა ეჩვენებინა, რას ნიშნავს ეს ციფრები იარლიყზე. ის იმედოვნებს, რომ გოგონების გარკვეულ ნაწილს, რომლებიც მის პოსტს ნახავენ, თვითშეფასება აუმაღლდებათ.

„მთავარია, რომ საზოგადოებამ სიგამხდრისადმი არაჯანსაღი ტენდენცია შეცვალოს, – ეს ორიენტირებულია ჯანმრთელობაზე და არა ზომაზე, გახსოვდეთ, რომ ეს ორი რამ ყოველთვის კავშირში არ არის.

44 ზომა იქნება თუ 58, იცოდეთ, რომ ის თქვენს სილამაზეს არ განსაზღვრავს. ნუ მისცემთ საზოგადოებას უფლებას, გიკარნახოთ, როგორი უნდა იყოთ. თქვენ ლამაზი ხართ ისეთი, როგორიც ხართ“, – აცხადებს დინა, თუმცა ბევრი მას არ ეთანხმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები