LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქვეყანაში როგორც გაზაფხულის მოსვლა არის გარდაუვალი, ასეთივე გამარჯვება ელოდება ამ პროტესტსაც” – ბერდია სიჭინავა

170
--2022-01-11_22-09-22_664160

„ამ ფონზე, როდესაც სასანქციო რეჟიმი უკვე ჩართულია, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დიდი ბრიტანეთი, აშშ, ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები იღებენ სანქცირების გადაწყვეტილებებს, მე ვფიქრობ ამ ქვეყანაში როგორც გაზაფხულის მოსვლა არის გარდაუვალი, ასეთივე გამარჯვება ელოდება ამ პროტესტსაც. ჩვენ გვმართებს გამძლეობა, მხნეობა და თანმიმდევრულობა” – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

სიჭინავამ გადაცემაში „დღის თემა“ თქვა, რომ გამკაცრებული კანონმდებლობა ხელისუფლებაში ლეგიტიმაციის კრიზისზე მიუთითებს.

„როდესაც შენ არ შეგიძლია საკუთარ მოქალაქეებს ესაუბრო, დაარწმუნო რაღაცაში თუ ისინი ცდებიან, ყოველთვის მიმართავ ძალადობრივ რეპრესიულ მეთოდებს. უკვე  არა მხოლოდ პირდაპირი ფორმით ცემენ მოქალაქეებს ქუჩაში, არამედ კანონმდებლობაც კი, ძალმომრეობით, რეპრესიულად აქციეს და გაუთანაბრდნენ 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც კანომდებლობაც რეპრესიული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მიმართ.

ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პროტესტის ამ მასშტაბს უკვე ვერ უმკლავდება ხელისუფლება. სწორედ ამიტომ უწევთ მათ ამ რეპრესიული კანონმდებლობის შემოღება.

თუმცა, ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ, რაც უფრო რეპრესიული ხდება კანონმდებლობა, თავდაპირველად შეიძლება რაღაც შიშის ფაქტორს აჩენდეს მოქალაქეებში, თუმცა შემდეგ უკვე მოდის ბრაზი. როგორ შეიძლება საკუთარი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ასე ექცეოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ათეული ადამიანი შეიძლება საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს, ეს მუხტი ვერ გაქრება, ეს ენერგია არ დაიკარგება, ეს ენერგია რაღაცაში უნდა კონვერტირდეს. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს იმის განცდა ხელისუფლებაში, რომ ამ პროტესტს ჩვენ ძალმომრეობით ჩავახშობთ,  ეს ენერგია გაქრება,  ეს ადამიანები სახლებში შეიკეტებიან, ხმას არ ამოიღებენ და ამ ქვეყნიდან გაიქცევიან, ამის საპირისპირო სურათი დგება. ქუჩა მაინც იკეტება. პროტესტი არსად არ ქრება” – განაცხადა ბერდია სიჭინავან გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g