LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ქვეყნებში ყველაზე მეტი მილიონერია: ინფოგრაფიკა

153
Screenshot 2023-01-15 161552

აშშ-ში ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანაში, ხოლო მეორეადგლოსანთან სხვაობა ლამის 4-ჯერ მეტია. ეს Credit Suisse-ის პანდემიამდელი მონაცემებია. თუ ქვეყნებს რუკაზე არა ფართობის, არამედ მილიონერთა რაოდენობით დავიტანთ, აი ასეთი რამ გამოვა. მილიონერებად ითვლებიან დოლარებით, ამიტომ სიაში მოსახვედრად ადამიანს უნდა ჰქონდეს 1 მილიონი დოლარი ან მეტი.

აშშ-ში 18.6 მილიონი მილიონერია – მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
ევროპაში უფრო მეტი მილიონერია, ვიდრე აზიაში. ბებერ კონტინენტზე დიდი ბრიტანეთი ლიდერობს, მას გერმანია და საფრანგეთი მოჰყვებიან.

ჩინეთში აზიელი მილიონერების უმრავლესობა ცხოვრობს, შემდეგ მოდის იაპონია.

სამხრეთ ამერიკა (673 ათასი) და აფრიკა (171 ათასი) თითქმის არ არიან რუკაზე რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით.

მილიონერების რაოდენობით პირველი ათეული:

1. აშშ: 18 614 ათასი ადამიანი
2. ჩინეთი: 4 447 ათასი ადამიანი
3. იაპონია: 3 025 ათასი ადამიანი
4. დიდი ბრიტანეთი: 2 460 ათასი ადამიანი
5. გერმანია: 2 187 ათასი ადამიანი
6. საფრანგეთი: 2 071 ათასი ადამიანი
7. იტალია: 1 466 ათასი ადამიანი
8. კანადა: 1 322 ათასი ადამიანი
9 ავსტრალია: 1 180 ათასი ადამიანი
10. ესპანეთი: 979 ათასი ადამიანი

ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში ბუნებრივია რუსეთი ლიდერობს (246 ათასი), თუმცა ამხელა ქვეყნის მონაცემები თითქმის მცირე დანიისა (237 ათასი) და ბელგიის (279 ათასი) ტოლია.

ორი კონტინენტი თითქმის არ არის წარმოდგენილი რუკაზე. სამხრეთ ამერიკიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა: ბრაზილია (259 ათასი), კოლუმბია (27 ათასი) და ჩილე (64 ათასი). აფრიკიდან კი სულაც ორი ქვეყანა: ეგვიპტე (46 ათასი) და სამხრეთ აფრიკა (46 ათასი).

ფაქტობრივად მსოფლიო მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღატაკის პირობებში და ეს რუკაც განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის უთანასწორო სიმდიდრის ამსახველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g