LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ რედაქციაში ჩემი მუშაობისას, უამრავი ზეწოლა, შანტაჟი და დევნა ვნახე, მაგრამ ეს რაც ახლა ხდება შეუდარებელია“ – ჟურნალისტი ნათია როყვა „ბათუმელებში“ მუშაობის წლებს იხსენებს

168
ნათია როყვა

ჟურნალისტი ნათია როყვა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაკავებულ თანადამფუძნებელს მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს და ვრცელ „ფეისბუკპოსტში“ „ბათუმელებში“ მუშაობის ისტორიას იხსენებს.

ჟურნალისტი მზია ამაღლობელის გაცნობისა და გამოცემა „ბათუმელების“ შესახებ წერს:

„მზია ციხეშია, მაგრამ მისი ხმა ისმის ისე ხმამაღლა, რომ ყველას სწვდება“ – „ბათუმელების“ მანიფესტი

„მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე სტუდენტობის დროს გავიცანი, მაშინ როცა გაზეთ „ბათუმელებში“ სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. ჯერ სტუდენტებზე ვწერდი, მერე განათლებაზე, მერე ადამიანის უფლებებზე. კარგა ხანს არ ვიცოდი რომ მზია ამ გამოცემის დირექტორი იყო. ის სხვა დირექტორებს არ ჰგავს.

რაზე მუშაობთ, გამოდის რამე საინტერესო? აკეთებთ რამეს განსხვავებულს? – მახსოვს ძირითადად ამას მეკითხებოდა. 11 წელი სკოლაში და 4 წელი უნივერსიტეტში არ მისწავლია იმდენი რამ რაც ამ გამოცემაში, მზიასგან, ეთერისგან, თედოსგან, ვისწავლე. სტაჟირების შემდეგ, „ბათუმელებში” წლები გავატარე.

მერე წავედი სამუშაოდ ტელევიზიებში, მაგრამ ისევ დავბრუნდი რედაქციაში. სადაც არ უნდა მემუშავა, „ბათუმელებში“ ვიყავი სულ. ჩემი სამუშაო მაგიდა მაშინაც კი მქონდა იქ, როცა სხვა მედიისთვის ვმუშაობდი.

ასე ვისწავლე რას ნიშნავს იყო კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტი, რას ნიშნავს ანგარიშვალდებულება შენი მკითხველის წინაშე, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები.

„მიუღებელია, რომ ადამიანი ბენზინს ისხამს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს – მხოლოდ იმიტომ, რომ სამართალი ვერ იპოვა… მიუღებელია იმის შეჩვევა, რომ მზია ციხეში შიმშილობს… მიუღებელია, როცა 16 წლის მოზარდს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს… მიუღებლის მიღებას არ უნდა შევეგუოთ“ – ნინო ზამბახიძე

ამ რედაქციაში ჩემი მუშაობისას, უამრავი ზეწოლა, შანტაჟი და დევნა ვნახე, მაგრამ ეს რაც ახლა ხდება შეუდარებელია. წინა ხელისუფლების დროს, როცა „ბათუმელებში“ ვმუშაობდი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა, 24 წლის გოგო გააუპატიურა.

ამ გოგოს ჰქონდა სხეულზე ჩაქცევები, ექსპერტიზის დასკვნით უამრავი დაზიანებები, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს, გირაო 50 ათასი ლარი შეუფარდა და გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

ამ საქმის პროკურორები და მოსამართლეები დღესაც ისევ თანამდებობაზე არიან. „ბათუმელებში“ ჩემი მუშაობის დროს დეტალურად შუქდებოდა ბათუმის ციხის უფროსის და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმე უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დაზარალებულები, 200-ზე მეტი პატიმარი სასამართლოზე იხსენებდნენ სასტიკ ისტორიებს, როგორ აწამებდნენ პატიმრებს…

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ორივე წამებაში ბრალდებული, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, ჰოდა მზია ამაღლობელს იგივე სასამართლომ სილის გაწვნის გამო პატიმრობა შეუფარდა.

ჩვენ რომ გვქონდეს სახელმწიფო, აუცილებლად გამოიძიებდნენ იმას, რატომ გააწნა სილა მზიამ პოლიციელს, მაგრამ ეს ვის აინტერესებს? ვის აინტერესებს ქალის შეურაცხყოფა, ქალის, რომელიც მართავს ორ მედიაგამოცემას, რომლის კონტროლი ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. ესაა ჩვენი სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტი.

„ბათუმელები“ წერდა კვარიათში ლობჟანიძეებს მერაბიშვილმა სახლი რომ ჩამოართვა და ბრალი წარუდგინა. ლობჟანიძემ შვეიცარიაში თავშესაფარი მიიღო, სახელმწიფომ მასზე ძებნა გამოაცხადა, ბათუმელებმა ძებნილი ლობჟანიძე ვიპოვეთ, ჩავწერეთ ფაქტებსა და მტკიცებებულებზე, თვითმხილველებზე დაყრდნობით, როგორ წაართვა ქონება შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფოს რეაქცია არ ჰქონია, თუმცა წლების შემდეგ, ვანო მერაბიშვილს ერთ-ერთი ბრალი „ბათუმელების” ამ გამოძიების შედეგად წარუდგინეს.

მახსოვს, პროკურატურა ჩვენგან „ბათუმელებისგან” ითხოვდა მტკიცებულებებს. რატომ გამახსენდა ეს ამბავი? მაშინაც და ახლაც მჯერა, არავინ, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც დევნის, ძალადობს და ავიწროებს ადამიანებს. ძალაუფლება დროებითია, სიცოცხლეზე ძვირფასი კი თავისუფლებაა, ამიტომ #თავისუფლებამზიას“ – წერს ნათია როყვა.

„მზია ამაღლობელი გმირია ჩემს თვალში, ასეთ ქალებზე დგას საქართველო“ – თამრიკო ჭოხონელიძე

მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე სტუდენტობის დროს გავიცანი, მაშინ როცა გაზეთ ბათუმელებში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. ჯერ…

Posted by Natia Rokva on Monday 3 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g