LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ რეჟიმში მომუშავე პერსონალს მარტის ხელფასს რომ არ მისცემ აქამდე და ივნისში 50%-ს ჩაურიცხავ, რას ნიშნავს?” – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი

8768
92937428-1687172534756473-4329694584784289792-n

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი მარიკა დავრაშელიძე სოციალურ ქსელში ხელფასების შესახებ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, თანამშრომლებს მარტის თვის ხელფასი აქამდე არ აუღიათ, ხოლო ივნისის თვეში მხოლოდ 50%-ს ჩაურიცხავენ.

გთავაზობთ მის პოსტს:

“დაახლოებით 30 წელია ვმუშაობ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და თუ კი რამე მომხდარა ამ წლების განმავლობაში, ჩემს უსაყვარლესს მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად გადატანილი მაქვს, თბილისის, ცხინვალის, აფხაზეთის ომი, მხედრიონის და გვარდიის დრო, გოსპიტლად გადაკეთებული რესპუბლიკური და “ყაზარმული” რეჟიმიც გამივლია, 2008 წლის ომიც, ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად, სრული ენთუზიაზმით ვიმუშავეთ, თითქმის უხელფასოდ, სადაც არავის არანაირი პრეტენზია არ ქონია არაფერზე, რაც გქონდა იმას ვუნაწილებდით ერთმანეთს. ის გავიტანეთ და მოვიტანეთ რესპუბლიკური საავადმყოფო. ეხლა რა ხდება გადავირიე ამ რეჟიმში მომუშავე პერსონალს, რომ მარტის ხელფასს არ მისცემ აქამდე და ივნისის თვეში 50% (300 ლარის) ჩაურიცხავ, რას ნიშნავს ვინმემ გამაგებინოს, covid-19 დამთავრდა და აღარ არსებობს არაფერი? სირცხვილს რას ეძახის ამის გამკეთებელი ვერ გავიგე, სახელის დარქმევა თქვენთვის მომინდია ჩემო მეგობრებო”, – წერს დავრაშელიძე სოციალურ ქსელში.

 

https://www.facebook.com/marika.davrashelidze/posts/3304859939548148

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები