LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ სახლში მოხდა რამოდენიმე სახლის, ნივთების და ისტორიების შერწყმა“ – როგორია მარინა საღარაძის სახლის ისტორია

357
BeFunky-collage (47)

მსახიობმა მარინა საღარაძემ გოგოლა კალანდაძის “დილის ლაივს” უმასპინძლა. გადაცემის ფარგლებში მსახიობმა თავის სახლზე და იქ შენახულ ნივთებზე ისაუბრა.

“ამ სახლში მოხდა რამოდენიმე სახლის, ნივთების და ისტორიების შერწყმა. ამ პატარა კარადაში გურამს თავისი პატარა სამყარო ჰქონდა. აქ ინახავდა ყველა ნივთს, ჩანაწერებს და აშ.

ვფიქრობ, სახლი ისეთი რამ არის, რომ შენი „მე“ აუცილებლად უნდა იკითხებოდეს.

აქ ფოტოებია, მათ შორის ბუბა კიკაბიძის. მან მე მთელი სამყარო მაჩუქა, თუ კი რამე მაქვს ნანახი და რომელიმე ქვეყანაში ნამყოფი ვარ. სულ ბუბას დამსახურება იყო. ბუბამ სიხარული და ძალიან დიდი სიყვარული მაჩუქა…

ყოველ დილით, თვალს რომ ვაღებ ჯერ მშობლები მახსენდება და მერე იწყება სხვა დანარჩენი. ვცდილობ არ ჩავუღრმავდე ამ ყველაფერს, ცხოვრება მიდის წინ, თუმცა წარსული იყო, არის და იქნება სულ. დღეს მარტო არ ვარ, შვილი მყავს და არაჩვეულებრივი შვილიშვილი..

გურამმა თავისი ცხოვრების მაგალითზე მასწავლა, რომ არ უნდა გაგიტაცოს შურმა, შურისძიებამ“, – ამბობს მარინა საღარაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g