re:invent holding-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პავლე მგელაძე სოციალურ ქსელში, 10 წლის გიორგი ბარდაველიძეს აცნობს საზოგადოებას.
„ამ საოცარმა ბიჭმა ზუსტად ასე მომწერა “გამარჯობა მე ვარ გიორგი ბარდაველიძე, დედაჩემის ექაუნთით გწერთ, ნოემბერში 11 წლის ვხდები და მინდა მუშაობის დაწყება თქვენთან, კომპიუტერები ძალიან მომწონს და პროგრამირების დაწყება მინდა, ბევრს ვთამაშობ და ძალიან მაინტერესებს ეს საქმე და შეიძლება თუ არა ვიმუშაო თქვენთან?” :)) დღეს გამოგვიარა.
გეიმ დეველოპმენტის სწავლას დაიწყებს და მერე სტაჟირებას ჩვენ ყველაზე მაგარ გუნდთან Meta Nemesis-თან გავატარებთ. ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ უცხოებს არ ველაპარაკოთ, არადა გიორგისავით უნდა ვიქცეოდეთ ყველა. Here’s to the crazy ones!“, – წერს პავლე მგელაძე.