re:invent holding-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პავლე მგელაძე სოცალირ ქსელში სამი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ წერს, რომლებიც Full-stack პროგრამისტები არიან.
პავლე მგელაძე წერს, რომ ახალგაზრდებმა ბიზნესის დასაწყებად მიმართეს და კომპანია მათ ყველა რესურსზე ხელმისაწვდომობას გაუხსნის.
„ბექა ჯიქია 16 წლის, ლაშა ბიძინაშვილი 15 წლის, ნიკა ფარსადანაშვილი 15 წლის. სამივე Full-stack პროგრამისტები არიან. სამივემ 12 წლიდან დაიწყო კოდის წერა. სამივე თვითნასწავლია.
რადგან იციან YouTube-ით და Google-ით როგორ ისწავლონ, შეუძლებლად არაფერი ეჩვენებათ. ამ კვირა დღეს re:invent-ში მოგვადგნენ – გადახდების სისტემის მენეჯმენტში პრობლემებს ვხედავთ და ბიზნესად გვინდა ვაქციოთო. ჩვენ ყველა რესურსზე ხელმისაწვდომობას გავუხსნით და რა გამოვა მაგის ამბავს ესე 2-3 თვეში დავწერ. #უფროსებმადაისვენეთ #reinvent“, – წერს პავლე მგელაძე.