LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრობლემა არაა ის, რომ სათანადოდ არ ვისვენებთ. პრობლემაა, რომ სათანადოდ ბევრს არ ვმუშაობთ“ – პავლე მგელაძე კრიტიკოსებს პასუხობს

1776
296981695_585540246525652_3987250811029493522_n (1)

re:invent holding-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, პავლე მგელაძემ რამდენიმე დღის წინ, გადაცემაში „სთორი“ სხვა პირად თემებთან ერთად, ისაუბრა იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საქმის და დასვენების მიმართ.

როგორც მან აღნიშნა, შეიძლება ადამიანმა ყველაფერი დააბრალოს, გარდა სიზარმაცისა.

„ამას მუშაობად ვერ აღვიქვამ, ეს არის ჩვენი გართობაც.. ხალხი, რომ მეუბნება წამოდი დასასვენებლად, ვეუბნები, არ ვიცი, როგორ დავისვენო. ბათუმში რომ ჩამოვიდე, პლაჟზე დავჯდე, შეიძლება ჭკუიდან გადავიდე“, – ამბობს პავლე.

აღნიშნულ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

მალევე, პავლემ სოციალურ ქსელში, კერძოდ, ყველასთვის კარგად ნაცნობ პლატფორმაზე „ტიკ ტოკი“ ატვირტა ვიდეო – „რას შვრებით „სასტავი“ , როგორ ისვენებთ ბათუმში კაია? ჩვენ აგერ ბლოკჩეინზე ვლაპარაკობთ, კი.. არ მოცდეთ, არ მოცდეთ, განაგრძეთ დასვენება“, რომელიც ინტერნეტ სივრცეს ვირუსულად მოედო.

საქართველოში სამუშაო ძალისა და მათი დასვენების საკითხთან დაკავშირებით მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას პავლე მგელაძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე განმარტავს და წერს:

„3.7 მლნ ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. აქედან, 1.5 მლნ არის ქვეყნის სამუშაო ძალა. ოფიციალურად, 19.4% (289,000) უმუშევარია. რეალურად, ერთი მაგდენი სოფლებში და რაიონებში თვითდასაქმებულია. ეს 1 მლნ ვინც მუშაობს, წელიწადში სულ ცოტა 120 დღე ისვენებს. მარტო მე ვხედავ აქ პრობლემას?

ანუ, ეს 1 მლნ ინახავს 2.7 მლნ ადამიანს საშუალოდ 1,446₾ ხელფასით. რადგან ეს შეუძლებელია, ხალხი გარბის ქვეყნიდან.
პრობლემა არ არის ის, რომ სათანადოდ არ ვისვენებთ. პრობლემაა, რომ სათანადოდ ბევრს არ ვმუშაობთ. ეფექტიანობაზე მერე“, – წერს პავლე მგელაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g