LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ შედეგამდე 3 წელი დამჭირდა“ – როგორ დაუბრუნდა სასურველ ფორმას სამი შვილის შემდეგ ქეთი ჟღენტი

240
შეხვედრა მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსნებლთან

ბიზნესმენ თორნიკე ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი გამომწერების კითხვებს პასუხობს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა იმას, როგორ მოახერხა სამი შვილის გაჩენის შემდეგ ფორმის აღდგენა.

ქეთის თქმით, სასურველი შედეგის მისაღწევად მას სამი წელი დასჭირდა და ეს პროცესი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც რთული აღმოჩნდა.

„ამ შედეგამდე მოსასვლელად, რომ მე კმაყოფილი ვყოფილიყავი საკუთარი გარეგნობით, დამჭირდა სამი წელი. მესამე ბავშვის შემდეგ ძალიან გამიჭირდა, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად გამკლავება. ამის შემდეგ ვარჯიში დავიწყე და ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან,“ – ამბობს ქეთი ჟღენტი.

მისი თქმით, დიეტების მიმართ უფრო ჯანსაღი მიდგომა აირჩია – დღეს მისი კვების რეჟიმი დაფუძნებულია სწორ, ცილოვან რაციონზე:

„თუ თქვენ ფსიქოლოგიურად არ იქნებით მზად, ნუ დაიწყებთ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრებას, ამას ძალით ნუ გააკეთებთ. კარგად მოემზადეთ ამისთვის. ასევე, ნუ დაიწყებთ კატასრტოფულ დიეტებს, ამას მეც ვაკეთებდი, უშედეგოა.

მე დილით ვარ ცილოვან კვებაზე, ამოღებული მაქვს ყველანაირი ტკბილეული და ვცდილობ, ცომიც ამოვიღო, რაც ძალიან მიჭირს. პერიოდულად ჩემს თავს ვაძლევ განტვირთვის საშუალებას. ვვარჯიშობ კვირაში 5 დღე. აქედან 3 დღე სპორტდარბაზში და 2 დღე ჩოგბურთი და პილატესი“, – ამბობს ქეთი ჟღენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g