LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშეა, წარმოადგინონ კონკრეტული მასალები” – მმართველი პარტია უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

73
BeFunky-collage (2)

პარტია „ქართული ოცნების“ წევრები უკრაინის დაზვერვის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამის შესახებ გუშინ უკრაინული გამოცემა UNIAN წერდა.

ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეს განცხადება უსაფუძვლო და არასწორია.

„პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი. ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭრას უკრაინის მიმართ ვერ შეასუსტებს“, – ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ, თუ ასეთი ინფორმაცია აქვს დაზვერვას, წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია.

“საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდით ავლაზე არ მიმდინარეობს, ასეთი არ განხორციელდება, ასეთი ვერ განხორციელდება.” – აცხადებს ვოლსკი.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს რომ ან განმარტებას გააკეთებენ ან დიდი ალბათობით, როგორც წინა შემთხვევაში, ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება.

“სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ. როგორც წინა შემთხვევაში არავითარი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია.” – აცხადებს პაპუაშვილი

პაპუაშვილის შეფასებით, იქმნება ყალბი წარმოდგენები, თითქოს საქართველოს რუსეთთან რაიმე გვერდით მოლაპარაკებებში არის ჩართული, რაც ქვეყნის შიგნით არსებული ძალების დეზინფორმაციული კამპანიაა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ “სამწუხარო” უწოდა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ანქციებთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება არის ძალიან მკაფიო, კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ არ დავაწესოთ სანქციები, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული გვერდის ავლისთვის”. – თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, არცერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინის მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს.

მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს: უკრაინის დაზვერვა

magti 5g