LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ უც­ნა­ურ­მა „ტრა­დი­ცი­ამ“ 12 წელი გაძლო.. ერთი პა­ცი­ენ­ტი დღე­საც მახ­სოვს, ქალბატონი, რომელიც 60 წელს იყო გადაცილებული, ბოლომდე ამბობდა, რომ ვაშლის ხეზე ავიდა და იქ მიიღო მზისგან დამწვრობა“ – გუგა ქაშიბაძე ლეღვის ნახარშით დამწვრობაზე

278
Capture

რო­გორ მო­ვუ­ა­როთ კანს და I-II ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბი­სას ? ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე „სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უ“-ში ისაუბრა.

„ჯო­ბია, რომ დამ­წვრო­ბა არ მი­ვი­ღოთ. გა­რე­მო შე­ვა­ფა­სოთ ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლად, ახლა ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დია და მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვე­რი­დოთ მზის გულ­ზე ყოფ­ნას, გა­მო­ვი­ყე­ნოთ მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბი, რათა არ დაგ­ვი­ზი­ან­დეს კანი. და­ვი­მახ­სოვ­როთ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად სახ­ლში ვიწ­ვე­ბით. სახ­ლი ამ მხრივ ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, სამ­ზა­რე­უ­ლო და არა მარ­ტო დამ­წვრო­ბის­თვის, სა­ერ­თოდ, ტრავ­მის მი­სა­ღე­ბად. ბევ­რი ელექტრუ­ლი სა­გა­ნია, გაზი, ცხე­ლი წყა­ლი, ბას­რი, მძი­მე საგ­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

I-II ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბი­სას კარ­გი იქ­ნე­ბა თუ რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის გამ­დი­ნა­რე წყლას გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რათა სწრა­ფად მოხ­დეს გაგ­რი­ლე­ბა. შემ­დეგ ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი დამ­წვრო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მა­ლა­მო წა­ვის­ვათ და ნახ­ვე­ვი გა­ვი­კე­თოთ.

ძი­რი­თა­დად დამ­წვრო­ბა და ზო­გა­დად ტრავ­მის მი­ღე­ბის 80% გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბაა. ცოტა ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა რომ გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და ოდ­ნავ კრი­ტი­კუ­ლად შევ­ხე­დოთ გა­რე­მოს, დამ­წვრო­ბას და ნე­ბის­მი­ერ ტრავ­მას აუ­ცი­ლებ­ლად ავი­ცი­ლებთ“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

რაც შეეხება კითხვას, ლეღვით ნახარშით დამწვრობაზე, ექიმი აცხადებს, რომ 2 წე­ლია, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

„ამ უც­ნა­ურ­მა “ტრა­დი­ცი­ამ“ 12 წელი გაძ­ლო. მი­მაჩ­ნია, რომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, რად­გან არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არა მარ­ტო ჩვენ, არა­ვის ჰქონ­და.. სულ რამ­დე­ნი­მე მცე­ნა­რეა, რო­მე­ლიც ასეთ ქი­მი­ურ და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს… თუმ­ცა ასე­თი მას­შტა­ბუ­რი თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, დიდ ფარ­თობ­ზე მა­შინ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო და გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით.

ის პა­ცი­ენ­ტი დღე­საც მახ­სოვს, ახლა უკვე დიდი ქალ­ბა­ტო­ნი იქ­ნე­ბა, ოჯახ­საც შექ­მნი­და და ბავ­შვე­ბიც ეყო­ლე­ბა. ეს იყო 15 წლის წინ.

სხვა­თა შო­რის, ამ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის იყ­ვნენ ბი­ჭე­ბიც, გო­გო­ნე­ბიც, ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნიც მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც 60 წელს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და ბო­ლომ­დე ამ­ბობ­და, რომ ვაშ­ლის ხეზე ავი­და და იქ მი­ი­ღო მზის­გან დამ­წვრო­ბა. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა კი გვიჩ­ვე­ნებ­და, რომ ის ხე­ლოვ­ნუ­რად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იყო.

ბოლო დროს ალ­ბათ მოჰ­ბეზ­რდათ, ბოლო-ბოლო მიხ­ვდნენ, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა… სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა ისეა მო­წყო­ბი­ლი, ჰგო­ნია, რომ მას ეს არ და­ე­მარ­თე­ბა, რო­გორც ჰე­მინ­გუ­ე­ის აქვს ნათ­ქვა­მი, ყვე­ლა ჯა­რის­კაცს ჰქო­ნია, რომ ტყვია მას არ მოხ­ვდე­ბა, მაგ­რამ რო­გორც პირ­ველ ჭრი­ლო­ბას მი­ი­ღებს, მა­შინ­ვე ხვდე­ბა, რომ თვი­თო­ნაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვია“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g