მსახიობი გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ყველას ბოდიშს უხდის.
მსახიობი თავის გამომწერებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს :
“ქრისტე აღდგა! ამ ვიდეოთი მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო, ვისაც რაიმე ვაწყენინე, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, მართალი ვიყავი თუ მტყუანი, დიდი დრო გავიდა თუ მოკლე, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ყველას და თუ შეგიძლიათ, თუ ამ ძალას იპოვით თქვენში, რომ მაპატიოთ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება.
ეს ეხება, პირველ რიგში, ჩემს შვილს, რომელმაც დამბლოკა და ღირსიც ვიყავი.
ნატალია, მიყვარხარ, მამ, ყველაზე მეტად მიყვარხარ”, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.