LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა” – უსუფაშვილი

101

“არ ვიცი, რომელი იქნება პირველი და რომელი მეორე ადგილზე, მაგრამ ამ ღამით ამისთვის იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა” – ამის შესახებ  „შენების მოძრაობის” თავმჯდომარემ განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა  არჩევნების დასრულების შეფასებისას აღნიშნა, მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გასვლაა მოსალოდნელი.

„დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იქნებიან. არ ვიცი, რომელი იქნება პირველი და რომელი მეორე ადგილზე, მაგრამ ამ ღამით ამისთვის იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მინდა, მივმართო საარჩევნო კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც საარჩევნო ოქმებში ამომრჩევლის ხმების ასახვა ევალება, დაიცვას კანონი – ამბობს უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერი  მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და მოუწოდებს მათ ამომრჩევლის ხმა ადეკვატურად ასახოს. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი ახლა სწორედ ელექტორატის ხმების დაცვაა.

არჩევნები დამთავრდა, ამ წუთიდან მთავრობა, ხელისუფლება აღარ არიან პოლიტიკური მხარე და მათ უნდა უზრუნველყონ ამომრჩეველთა ხმების ობიექტური და ადეკვატური დათვლა. ეს არის მათი ამოცანა. რა მძიმე შედეგიც მიიღეს არის იმ უგუნური პოლიტიკის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა. ვაფრთხილებდით, რომ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანდა. საფრთხობელად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი ერთხელაც იქნებოდა და თავის საცეცებს გამოაჩენდა. დღეს ელექტორატმა პროტესტი სწორედ „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა და ეს გაკვეთილი უნდა გაიზიაროს ყველამ.როგორც ჩანს, არის ვითარება, რომ თაგვმა თხრა თხარა და კატა გამოთხარა. არ არის სწორი ყველგან თხრა, ეს მწარე გაკვეთილი უნდა დაინახოს „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოსა” და “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგებით, აუცილებელი ხდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, ხოლო რაც შეეხება “ოცნების” ეგზიტპოლს, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებული ზურაბ ბიგვავას კომპანია “ფისქოპროექტმა” ჩაატარა, სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 50%-ზე მეტი, რაც მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას გამორიცხავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g