“როგორი იქნება ომის ფინალი უკრაინაში”, – მედიის მიერ დასმული ამ კითხვის პასუხად, თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რუსეთის ეკონომიკა გადადგურებულია და ახლა თავად ვლადიმირ პუტინის გადასაწყვეტია, ამ ფონზე, რა გზას აირჩევს რუსეთის პრეზიდენტი.
„როგორი იქნება ფინალი? ეს კითხვა პრეზიდენტ პუტინს უნდა დაუსვათ. ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ რუსეთის ეკონომიკა.
უკრაინელებს გავუწიეთ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება, რამაც მათ მისცა საშუალება წინააღმდეგობა გაეწიათ იმაზე დიდხანს, ვიდრე ამას რუსეთის ხელმძღვანელობა მოელოდა. ახლა თავად [რუსეთმა] უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები”,- აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.
ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივნმა რამდენიმე დღის წინ, განაცხადა, რომ რუსეთმა, უკრაინაში, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, ან ცრუ დროშის ოპერაცია განახორციელოს. ჯენ ფსაკის თქმით, ეს უკრაინაში შემდგომი წინასწარ დაგეგმილი თავდასხმების გასამართლებლად რუსეთის აშკარა ხრიკია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე