LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას შეეწირება სხვა მრავალი ბავშვიც, როდესაც ასეთი ავადმყოფი დადის ქუჩაში.. პოლიცია იზამს თუ ჩვენ, ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად ვიპოვი და დავსჯი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

407
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (16)

„ეს არ ეხება მხოლოდ ანი იანუშაიტიტეს, როდესაც ასეთი ავადმყოფი დადის ქუჩაში, ამას შეეწირება სხვა მრავალი ბავშვიც, ყველა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ასეთი ადამიანი თავისუფლად არ დადიოდეს“, – ამის შესახებ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედამ განაცხადა.

ოჯახი და ადვოკატები სამხარაულის ბიუროსგან ითხოვენ განმარტებას, რატომ დაობდა მთავარი მტკიცებულება, დნმ ანაწმენდები.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი – ეს დანაშაულია – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას გვამიდან აღებული მასალების დაზიანების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს – პროკურატურა

როგორც ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დნმ-ანაწმენდია დაზიანებული და არა საქმეში არსებული საეჭვო პირების დნმ-ანაწმენდები.

„სავარაუდოდ მამაკაცის ჩადენილია, რადგან მამაკაცის თმა არის აღმოჩენილი...ბავშვს 39 დაზიანება აქვს, რომელსაც თვითონ ვერ მიიყენებდა” - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

„სავარაუდოდ მამაკაცის ჩადენილია, რადგან მამაკაცის თმა არის აღმოჩენილი...ბავშვს 39 დაზიანება აქვს, რომელსაც თვითონ ვერ მიიყენებდა” - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა -

„ჩემი შვილი თავისით არ მომკვდარა, ჩემს შვილს უამრავი დაზიანებები აქვს. მთელი ყელი ჩალურჯებული აქვს, რითაც ჩანს, რომ ის ძალით არის მოკლული და არ ამოასუნთქეს ბავშვს.

მე აუცილებლად ვიპოვი ჩემი შვილის მკვლელს და სათანადოდ დავსჯი, ვპირდები, პოლიცია იზამს ამას თუ ჩვენ, საკუთარი ძალებით, აუცილებლად ვიპოვი მას [მკვლელს], მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ამას პოლიცია გააკეთებს, თუ არადა ჩვენ ოჯახი დავსჯით სათანადოდ, რომ ყველას სურვილი გაუქრეს პატარა ბავშვს ხელი დაადოს.

კაცის მკვლელობაზე კი არა, აქ არის ბავშვის მკვლელობაზე საუბარი და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ეს არ უნდა იყოს რიგითი საქმე. სანამ ჩვენ, ოჯახის წევრები ცოცხლები ვართ, ეს საქმე ვერცერთ შემთხვევაში ვერ შემოიდება თაროზე. არ შეიძლება თვეობით მოდიოდეს ასეთი პასუხი, რომ ახალი არაფერია ქალბატონო ნატო,“ – განაცხადა გარდაცვლილი 12 წლის ანამ დედამ.

 

 

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედის, ნატო ხუტაშვილის ინტერვიუ რადიო „ფორტუნასთან“

⭕ „ამ დასკვნაში ჩანს, რომ ჩემი შვილი იბრძოდა. იბრძოდა, რომ თავი დაეღწია იმ პიროვნებისგან“, – აცხადებს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას.

⭕? „მას აქვს მრავლობითი დაზიანებები და რაც ყველაზე მთავარია, ყელის არეში აქვს ნაჭდევები და დალურჯებები. იმ პიროვნებას ჩემი შვილის ყელის, ცხვირისა და პირის მიდამოები ჩაკეტილი ჰქონდა, რომ ბავშვს არ ესუნთქა, არ ეყვირა და ამ დროს ბავშვი შემოეხრჩო“. – ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

⭕ მან სამართალდამცველებს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ სამართალდამცველებს ბრალდებული დაკავებული იქნას დროულად და ეს საქმე წლების განმავლობაში არ გაიწელოს“ – განაცხადა ნატო ხუტაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას.

⭕ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო წინასწარი დასკვნა მზადაა. წინასწარი დასკვნა 28 აპრილს გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს.

⭕ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 02 მაისი, 2023

 

ჩემი შვილი იბრძოდა.. ხელს აფარებდა რომ არ ეყვირა და შემოეხრჩო – 12 წლის ანას დედა ახალ დეტალებზე საუბრობს

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები