“ნაციონალური მოძრაობა” 27 ოქტომბერს ზუგდიდში, მერიის წინ აქციას აანონსებს. ამის შესახებ პარტიის წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემო საყვარელო ზუგდიდელებო და სამეგრელოვ.
თავისუფლებისთვის ბრძოლას სჭირდება ყოველდღიური განმტკიცება.
ახლა, როდესაც ძალიან ცოტა დაგვრჩა საბოლოო გამარჯვებამდე და მიშას თავისუფლებამდე, კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ ყველას, რომ ზუგდიდი და სამეგრელო არასოდეს არ შეეგუება მონობას, დაშინებას, მოსყიდვას და ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ხელისუფლება ატრიალებს აქ.
სამეგრელო ყოველთვის იდგა ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე და ისტორიულად არასოდეს არ შეშლია არჩევანი. მე მახსოვს ტანკები ჩემს ქალაქში და რეგიონში, მაგრამ ასევე მახსოვს ამაყად, მტკიცედ მებრძოლი ზუგდიდი და სამეგრელო.
სწორედ ასეთებს, ამაყებს, უდრეკებს, უშიშრებს, თავმოყვარეებს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, გელოდებით ხვალ 27 ოქტომბერს, საღამოს 20:30 ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის 90 გელოდებით აქციაზე.” – წერს წითლიძე “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე “ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქციაც გაიმართება.
