LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზე მძიმე ვერდიქტი, რაც შვილმა გამოუტანა უბრალოდ არ არსებობს – გია ხუხაშვილი შალვა რამიშვილზე

651
ფორტუნა - 2023-04-07T124828.542

„POST TV“- ს დამფუძნებლისა და წამყვანის, შალვა რამიშვილის შვილის – ლაშა რამიშვილის მიერ ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მგონი, შალვა რამიშვილს ახლა უკვე ყველამ თავი უნდა დაანებოს.  ამაზე მძიმე ვერდიქტი, რაც შვილმა გამოუტანა უბრალოდ არ არსებობს…“ – წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ყველა გოგოს, რომელიც შალვა რამიშვილმა შეურაცხყო.

„ჩემი მხარდაჭერა ყველა გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა – მახსოვს მისი უმადურობა დედაჩემის მიმართ… ზოგადად, ქალს პატივს არ სცემს“ – შალვა რამიშვილის შვილი 

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

„შეხვედრა კვირის ბოლოს გვაქვს ჩანიშნული“ – ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, შსს-ში დაიბარეს

„ჩემი უფროსი შვილის წერილში ჩემი სათქმელიც არის გაერთიანებული“ – შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები