რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაია ქვარცხავა, სოციალურ ქსელში საქართველოში დაბინძურებული ჰაერის შესახებ წერს.
მისი თქმით, საქართველოდან ყოველ კვირას კიბოს ახალი შემთხვევის შესახებ იგებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს სწორედ დაბინძურებული ჰაერის, საკვების, წყლის და ნიადაგის ბრალია, რის გამოც სიტუაცია დროთა განმავლობაში კრიტიკული ხდება
“სუფთა ჰაერი ჩვენს შვილებს!!! ხალხო, კვირა აღარ გადის, ახალი კიბოს შემთხვევა არ გავიგო საქართველოდან (ადრე თვე იყო). გამოდით და იკივლეთ, იწივლეთ, იყვირეთ, გაიფიცეთ! ამაზე მოაწყვეთ აქცია! მოითხოვეთ სუფთა ჰაერი, საკვები, წყალი, ნიადაგი, მანქანები და სახლები. დაგვიავადდა ბავშვები და ახალგაზრდები. აღარ შეიძლება უკვე ამის ატანა!!!”, – წერს მაია ქვარცხავა.