LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზე რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაიხარჯა და ერთი დღითაც არ უმუშავია – დავით მესხიშვილი

118

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი, მიწისქვეშა გადასასვლელებთან დამონტაჟებულ გამოუყენებელ მოწყობილობაზე წერს, რომელსაც წესით შშმ პირების გადაადგილება უნდა გაეადვილებინა.

მესხიშვილის თქმით, ამ მოწყობილობაში რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაიხარჯა და ერთი დღითაც არ უმუშავია.

„აი ამ მოწყობილიბებზე, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უნდა გაემარტივებინა ცხოვრება, დაიხარჯა რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ერთი შეხედვით ცუდი არც არაფერია ამაში, რომ არა ერთი გარემოება: ერთი დღითაც არ უმუშავია ამ მოწყობილობას! (ფოტო ოპერასთან არის გადაღებული)“ – წერს მესხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g