LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზრზენი ფაქტები მოხდა გუშინ, რაც ანტიდასავლური ისტერია იყო… ჩვენი საერთაშორისო იმიჯი კიდევ ერთხელ დაზიანდა: სერგო ჩიხლაძე

46
სერგო-ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამაზრზენი ფაქტები მოხდა გუშინ, რაც „ანტიდასავლური ისტერია“ იყო.

მისივე განცხადებით, 5 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი კიდევ ერთხელ დააზიანა.

ჩიხლაძის თქმით, მომხდარი დაპირისპირებების დროს პოლიცია საჭირო რაოდენობით არ იყო მობილიზებული, მხოლოდ 8 ადამიანი დაიჭირეს, რომელთა ნაწილი დღეს გაათავისუფლეს და ეს დაუსჯელობის სინდრომზე მეტყველებს.

ამაზრზენი ფაქტები მოხდა გუშინ. ამას არანაირი კავშირი ლგბტ თემთან არ ჰქონია, არც პრაიდთან… დაარბიეს კარვები, რომლებიც ძალიან არ მოსწონდა ქართულ ოცნებას, სცემეს ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი, მოვარდნენ პარლამენტის შენობის უკან არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს, არასრულწლოვნებს გაეკიდნენ ეს ველური მასის წარმომადგენლები და ტურისტიც კი დაჭრეს, რომელიც მძიმედ არის. ამ ყველაფერს „ანტიპრაიდ“ აქციასთანაც კი არ აქვს საერთო, რა თქმა უნდა ამის ჩატარებას არ ვეთანხმები. იმ დეკლარირებულ მიზანთანაც კი, რასაც ისინი აცხადებენ ამასთან კავშირი არაა. ჩვეულებრივი ანტიდასავლური ისტერია იყო გუშინ დაორგანიზებული. 

დღეს ვიქნები პარლამენტთან სოლიდარობის გამოსახატად მათთვის, ვინც გუშინ დაზარალდნენ. ძალადობა ამ ქვეყანაში დაუშვებელია, ჩვენი შვილები თავისუფალ სახელმწიფოში უნდა გაიზარდონ. ან ავირჩევთ, რატომ ვართ თავისუფალი სამყაროს ნაწილი ან ვიქნებით შუასაუკუნეების რუსეთის სატელიტი.

ჩვენი საერთაშორისო იმიჯი კიდევ ერთხელ დაზიანდა. კიდევ ერთხელ დავშორდით ევროკავშირს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და ა.შ. ჩვენი ამოცანაა, პროპაგანდა მოვახდინოთ დასავლური ღირებულებების. ეს უნდა დავუპირისპიროთ ამ ძალდობის გამღვივებელ ადამიანებს.

55 ადამიანი დაშავდა გუშინ, აქედან პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა, ნაწილი კი დღეს გაათავისუფლეს, რაც დაუსჯელობის სინდრომზე მეტყველებს. პრემიერ-მინისტრის განცხადება უპასუხისმგებლო იყო, რომელმაც კონსტიტუცია დახია ფაქტობრივად და თქვა, რომ მას უნდა შევუთანხმოთ, რა თემაზეც პროტესტი გვექნება. სამარცხვინო მთავრობა გვყავს ჩვენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g