ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომში გადახდენილ ამბავზე ჰყვება. როგორც ის წერს, ერთ-ერთ პოზიციას, ძალიან მნიშვნელოვანს, ორი ბიჭი ამაგრებდა, ისინი ტანკით იცავდნენ ტამიშს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები იყვნენ.
გთავაზობთ გიორგი რურუას სტატუსს ამ თემაზე:
„ერთი ამბავს მოვყვები.
ტამიში ყველაზე ცხელი ადგილი იყო აფხაზეთში,თითქმის ყოველდღე ხდებოდა თავდასხმა.ჩემი მეგობრები იცავდნენ ტამიშს ამ დროს,თითქმის ხელცარიელები, მხოლოდ ერთი ტანკით.
ეს ტანკი იყო,რაც იყო !
მომგერიებელიც და თავდამსხმელიც.ორი მაგარი მექანიკოსი მართავდა ტანკს.
ერთ დღეს ჩამოვარდნენ ბიჭები ყვირილით, რომ ეს ბიჭები დაჭრესო.გავარდა ყველა ტანკთან, ყველას ეგონა, რომ ააფეთქეს. მისულებს კი ბიჭები ცოცხლები დახვდენენ.
თურმე ერთ-ერთს მეორეზე უეჭვიანია და გატეხილი ბოთლით დაუჭრია. ბიჭები გეები აღმოჩნდენენ.ამ ამბის გახმაურებიდან,ერთმა დატოვა ჯგუფი, მეორემ კი ვაჟკაცურად გაარგრძელა ბრძოლა ქვეყნისათვის.
ყველა პატიოსან მოქალაქეს გაუმარჯოს“.