აჭარის მთავრობის თავმჯოდმარემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და 2018 წელი შეაჯამა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარამ წლის განმავლობაში ტურისტების ნაკადის მზარდი დინამიკა შეინარჩუნა და რეგიონმა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა.
„2018 წელი საინტერესო იყო ჩვენი რეგიონისთვის ძალიან ბევრი მიმართულებით. ტურმიზმის მიმართულებით ძალიან მზარდი დინამიკა იქნა შენარჩნებული. 16 პროცენტიანი ზრდა არის ტურისტების ნაკადების. ეს ბუნებრივია კარგი მაჩვენებელია, თუმცა მომავალ წელს ვაპირებთ რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ასევე მნიშნველოვანი იყო 2018 წელი მთელი რიგი საერთაშრისო ღონისძიებების მასპინძლობის კუთხით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვუმასპინძლეთ ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადას და ძალიან დიდი ყურადღება მიიბყრო მსოფლიო მასშტაბით ამ ღონისძიებამ. ბათუმს მიენიჭა სპორტის ქალაქის სტატუსი და შესაბამისად, 2019 წელს ის სპორტის ქალაქის სტატუსით შეხვდება. ჩვენი ამბიცია არის რომ აჭარა ვაქციოთ ოთხივე სეზონზე მიმზიდევლ ტურისტულ რეგიონად და შესაბამისად, როგორც საზღავო ტრადიციული ზღვის ტურმიზი, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითრების კუთხითაც ძალიან აქტიურად ვითარდება კურორტი გოდერძი. რამდენიმე დღის წინ გავხსენით სეზონი და დაახლოებით 150 მლნ-მდე ინვესტიცია ხორციელდება და შემოდის საერთაშორისო ბრენდები, რომელიც დაახლოებით 2 წლის ჭრილში მოგვცემს მართლა მსოფლიო დონის სამთო -სათხილამრიო კუროტს აჭარაში და საქართველოში.“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
თორნიკე რიჟვაძემ 2019 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს რეგიონს ამბიციური გეგმები აქვს ინვესტიციების თვალსაზრისით.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით იყოს გარღევის წელიწადი. იცით რომ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ ბულვარის გაგრძელება, ასევვე ნაგავსაყრელის პროექტი და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნას და მათი კეთილდეღეობის ამაღლებას. ასე რომ 2019 წელი როგორც ეკონომიკის, ასევე ინფრასტრუქტურის და, რა თქმა უნდა, სოციალური სერვისების განვითრების კუთხით უნდა იყოს გარდამტეხი აჭარისთვის და თითოეული ადამიანისთვის რომელიც აქ ცხოვრობს.“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.