LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე თქვეს, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს – ყოველდღე ახალი დიაგნოზი გვესმის: გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე

86
Untitled design (4)

უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „1 წელს მეტია სააკაშვილი, სასჯელს იხდის და ყოველდღე ახალი დიაგნოზი გვესმის“.

ცაგარეიშვილის თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა, „საოცარი ჭორი და სიცრუე“ გაავრცელეს, რომ თითქოს ხელისუფლებას ციხის საავადმყოფოსთან მიყვანილი ჰყავდა მანქანა, რომელიც რაღაც რადიაციულ გამოსხივებას აფრქვევდა.

„გახსოვთ ეს სრული სიგიჟე და სიბეცე. მახსოვს, ბატონი გვარამია დილიდან საღამომდე ქადაგებდა იმას, რომ მინი ჩერნობილი მოუწყვეს სააკაშვილს და გორის მოსახლეობას.

ამაზე ადამიანს შეიძლება გაეღიმოს, იმიტომ, რომ რაღაც საზღვარი აქვს სიგიჟეებსაც. როგორც ჩანს, ამით არ დამთავრდა ეს ყველაფერი, გაგრძელდა. ახლა ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე თქვეს, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს, მარჯვენა ხელის, მისი მშობლის, ქალბატონი ალასანიას მოწოდებულ მოსაზრებას ვეყრდნობი…

წელზე მეტია, ეს ადამიანი სასჯელს იხდის და ფაქტობრივად, ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

მისივე თქმით, ოჯახი, ადვოკატების, თანაპარტიელების, ასევე უცხოელი პარტნიორების დახმარებით ყველაფერს ცდილობს, რომ სააკაშვილი როგორმე ციხიდან დაიხსნან.

ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი…შეიძლება სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს – მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

„მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ მოხვდებოდა, უმძიმესი დანაშაულები რომ არ ჩაედინა. კანონიერად, სამართლიანად იხდის სასჯელს და გააგრძელებს სასჯელის მოხდას ან სამედიცინო დაწესებულებაში ან მომავალში საპატიმროში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი და მას კანონიერად შეერაცხა ბრალი და დაედო მსჯავრი.

გიორგი გამსახურდია: ღირსება რა მოსატანია, როგორც მიშა იქცევა ციხეში…თავის ამფსონებს მაინც შეხედოს, ამდენი მაინც არ უტირიათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g